სადამრიგებლო
პროგრამა
ს.ს.ი.პ.
ქ.წალენჯიხის # 2 საჯარო სკოლაში სკოლის თითოეულ კლასს ენიშნება ერთი დამრიგებელი.
ათ კანდიდატურებს დირექტორთან წარადგენს დირექტორის მოადგილე, რის შემდეგაც ხდება მათი
დამტკიცება დირექტორის მიერ.
დირექტორის მოთხოვნით კლასის დამრიგებელი იწვევს
კლასის მშობელთა კრებას მითითებულ ვადაში.
დამრიგებელი
სკოლაში იმყოფება სწავლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე კლასის საწავლო პროცესის დასრულებამდე.
საგაკვეთილო პერიოდში დამრიგებლის სკოლიდან გასვლა
თანხმდება დირექტორის მოადგილესთან და აღირიცხება სპეციალურ ჟურნალში.
კლასის
დამრიგებელს ევალება:
1. სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთათვის
მოსწავლის ქცევის კოდექსის გაცნობა–განხილვა;
2. ჟურნალისა და სასკოლო დოკუმენტაციის
წარმოება;
3. სადამრიგებლო პორტფოლიოს წარმოება;
4. სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების
დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება და დასწრების შესახებ ინფორმაციის ყოველკვირეულად
ასახვა სკოლის ოფიციალურ დოკუმენტებში ( ჟურნალში);
5. მოსწავლის მიერ საპატიო გაცდენის
თაობაზე მიღებული შეტყობინების ასახვა სკოლის ოფიციალურ დოკუმენტში( ჟურნალში);
6. სემესტრის/წლის ბოლოს თავისი სადამრიგებლო
კლასის მოსწავლეების ნიშნების დროულად და ზუსტად შეტანა სასკოლო ჟურნალში/პირად საქმეში;
7. რეგურალურად ჩაატაროს სადამრიგებლო
საათი. სადამრიგებლო საათის მიზანია, მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი
აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს შემდეგ
მიმართულებებზე.
ა) პიროვნული
და მორალური განვითარება;
ბ) გარემოსდაცვითი
კულტურის განვითარება;
გ) ცხოვრების
ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
დ) უსაფრთხოება
და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია;
ე) მოქალაქეობრივ–პატრიოტული
ცნობიერების ამაღლება;
ვ) თვალსაწიერის გაფართოება;
8) დაწყებით
კლასებში ( I-IV კლასები) არანაკლებ კვირაში ერთხელ ჩაატაროს კითხვის საათი, რომელიც
ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე შემდეგი მეთოდებით:
ა) კითხვის ტექნიკის გაძლიერებით;
ბ) წაკითხული განხილვა–გააზრებით;
გ) ანალიზის უნარის განვითარებით;
დ) მსჯელობის უნარის განვითარებით;
ე) პრეზენტაციის უნარის განვითარებით;
ვ) შემოქმედებითი უნარების განვითარებით და სხვ.
9) საბაზო და საშუალო საფეხურებზე, კერძოდ, IX კლასსა და XI ან XII კლასში ჩაატაროს პროფესიული ორიენტაციისა
და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები ს.ს.ი.პ.–საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის
სამსახურის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტთან შეთანხმებით;
10)
X კლასში სადამრიგებლო საათის ფარგლებში იმუშაოს ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სამოალაქო
ცნობიერების განვითარების თემატიკაზე;
11)
რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური
მიღწევის ,დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია
ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი.
12)
სასწავლო წლის დასრულებისას წერს თითოეული
მოსწავლის მოკლე დახასიათებას, სადაც აღწერს :
ა) მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც
აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ
შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში;
ბ)
მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვიტარებისათვის მნიშვნელოვან
საკითხებს.
13)
მშობელთა კრებების ჩატარება, სათანდაო დოკუმენტაციის სადამრიგებლო პორტფოლიოში დართვით.
14)
მოსწავლეთა ოჯახური მდგომარეობის შესწავლა;
15)
სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მისი მიმღები სკოლისათვის
მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების
უზრუნველყოფა;
16)
სკოლის ფსიგოლოგთან ერთად მოსწავლეების განვითარებაზე თვალის დევნება და სათანადო აღმზრდელობითი
და დისციპლინარული ღონისძიებების გატარება.
17)
განსაკუთრებული სირთულის აღმზრდელობითი და სადისციპლინო პრობლემების არსებობის შემთხვევაში
კორექციული და პრევენციული ზომების მიღება. პრობლემის გადაუჭრელობის შემთხვევაში დირექციის
ინფორმირება აღნიშნულის შესახებ;
18)
სასწავლო ოთახის მოწყობა–მოწესრიგებაზე ზრუნვა.
19)დირექტორის
მოადგილეებთან შეთანხმებით გაცდენილი გაკვეთილების ჩანაცვლება;
20)
პედაგოგთან და სართულის მორიგესთან ერთად მეთვალყურეობის გაწევა საკლასო ოთახსა და
მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგისა და სისუფთავის დაცვის მიზნით.
21)
საკლასო, სასკოლო და სასწავლო ღონისძიებების , ექსკურსიების ჩათვლით ორგანიზება–განხორციელება;
22)
სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლის ინფორმირება მოსწავლის მიერ
გაკვეთილების გაცდენის შედეგად მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ ( მშობელთა
კრების ოქმი, კლასის საათის ოქმი);
#
|
შესასრულებელი საკითხები
|
დრო
|
1.
|
შევადგენ და დირექციას დასამტკიცებლად წარვუდგენ კლასის აღმზრდელობითი მუშაობის გეგმას,რომლის შინაარსი ეფუძნება სკოლის მისიას,განისაზღვრება სადამრიგებლო პროგრამით,სკოლის საერთო ამოცანებით,მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებით.სასკოლო ცხოვრების მიმდინარე მოთხოვნებითა და სხვათა გათვალისწინებით.
|
09.09.2016
|
2.
|
მოსწავლეთა პირადი საქმის მოწესრიგება.
|
12.09.2016
|
3.
|
სახელმძღვანელოთა განაწილება.შეხვედრა მშობლებთან.ხელშეკრულების პირობების გაცნობა.
|
15.09.2016
|
4.
|
მშობელთა კრების მოწვევა,კლასის საჭიროებების დადგენა.შინაგანაწესის გაცნობა.ანკეტირება.
|
23.09.2016
|
5.
|
მოსწავლეთა ანკეტირება.კლასის ქცევის წესების ურთიერთშეთანხმებულად შედგენა.შინაგანაწესის,მორიგეობისა და გაკვეთილების ცხრილის გაცნობა.
|
16.09.2016
|
6.
|
მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან მუდმივი კონტაქტი დასწრების წესების შესახებ ზუსტი ინფორმაციის გაცნობა.მოსწავლეთა გაცდენა/მოსწრებაზე მუდმივი ორმხრივი კონტროლი.
|
მუდმივად
|
7.
|
ყოველი მოსწავლის მიდრეკილებებისა და საჭიროებების დადგენა და მათ განვითარებაზე ზრუნვა.
|
მუდმივად
|
8.
|
თვის ყოველ მეორე და მეოთხე პარასკევს დამრიგებლის საათის დაგეგმვა.
|
|
7 კლასის დამრიგებელი: ციცი ჭანტურია
0 comments:
Post a Comment