ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმები



                                                 ინტეგრირებული  გაკვეთილის  გეგმა

თარიღი: 21/05/2015
საგნები:  ინგლისური/ხელოვნება
კლასი: 6
პედაგოგები: ციცი ჭანტურია და რუსუდან შონია



ინტეგრირებული  გაკვეთილის  გეგმა

გაკვეთილის თემა
სამუზეუმო  გამოფენები და  გამოგონებები.  (ჩინური გამოგონებები)
საფეხური, კლასი
დაწყებითი საფეხური,  კლასი  მე-6
მასწავლებლები

ციცი ჭანტურია, რუსუდან შონია
 საგანი
  ინგლისური  ენა, ხელოვნება
მოსწავლეთა რაოდენობა
16 (1 სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე)
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალურობა
შეძლებენ ინგლისურსა და ხელოვნებას შორის სამუზეუმო თემაზე კავშირის დანახვას,
ეცოდინებათ  ხელოვნების გამოფენებზე  შესატყვისი სიტყვების   museum, display, invention, artistic, archeological etc ინგლისური მნიშვნელობა.

მიზნები
 შეძლონ  მსჯელობა თითოეული სამუზეუმო გამოფენის შესახებდაასახელონ  ამა თუ იმ ქვეყნის გამოგონებები  ინგლისურად ,  დაუკავშირონ შესაბამისი სიტყვები, შეისწავლონ ახალი  ინგლისური სიტყვები. ხელოვნების ნაწარმოებებში შესაბამისი ეპოქისა და კულტურის ამოცანებისა და ვიზუალური დეტალებით ინფორმაციის მიღების უნარ– ჩვევის განვითარება.
ე.ს.გ.-ით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
ინგლისური ენა
უცხ.ს.IV.21მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურის რეალიებს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ცნობს ხელოვნებისა და არქიტექტურის ნიმუშებს (მაგ., ბრანდენბურგის კარიბჭეს, ვერსალის სასახლე, ბიგ ბენ, ოსტანკინოს ანძას და სხვა);

უცხ.ს.IV.23.        მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ავლებს პარალელს უცხოურ და მშობლიურ კულტურებს შორის, პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს;
·           კორექტულად გამოთქვამს საკუთარ აზრს, შეხედულებას, დამოკიდებულებას კულტურულ თავისებურებებზე მსჯელობისას.
·            
უცხ.ს.IV.27. მოსწავლეს შუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                
·           ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონ, სტრუქტურულ ნიმუშებ, გრამატიკულ ცნობარ, ილუსტრაციებ და სხვა);
·           მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
·           მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
·           იყენებს ისტ-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად;
·           იყენებს ისტ-ს პროექტების განსახორციელბლად.

ს.გ.6 .5 მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
·         ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმდევრობას.
·         ანაწილებს ფუნქციებს შესასრულებელი ამუშაოს მიზნიდან გამომდინარე.
ს.გ.5.11 მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასა და კულტურასთან.
·         ვიზუალური დეტალების მიხედვით (ნივთები, ტანსაცმელი, შენობები, ტრანსპორტი) ამოიცნობს,რომელი ეპოქა და კულტურაა ასახული ნაწარმოებში.
·         იკვლევს რომელიმე ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებულ ხელოვნების ნიმუშებს.
ს.გ.6.13 მოსწავლე აცნობიერებს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
·         ასახელებს არსებულ კულტურულ დაწესებულებებს. (მუზეუმი,გალერეა,კინო–თეატრი) და მსჯელობს მათ დანიშნულებაზე.


წინარე  ცოდნა
მოსწავლეებმა იციან
 სამუზეუმო  ექსპონატების სახელწოდებები  ქართულად. იციან რა არის მუზეუმი, მისი დანიშნულება და გამოფენის სახეობები. ჩამოთვლიან  სხადასხვა სახის მუზეუმებს.   იციან არქეოლოგიის პროფესიის შესახებ. მოპოვებული ნივთების ღირებულებების შესახებ. იციან რას სწავლობს არქეოლოგია.

შეფასების საგანი და პროცედურები
·                     კომუნიკაციის უნარი
·                     თანაკლასელებთან ურთიერთობა
·                     შემოქმედებითობა – მონაცემების ნახატით წარმოდგენა
·                     ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობა
·                     მოსწავლის მიერ ათვისებული ცოდნის ხარისხის შემოწმება პრეზენტაციის საშუალებით.
·                     ინდივიდუალური მუშაობა


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
საწერკალამი, სახელმძღვანელო, ფანქრები, ფორმატის ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი. სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში შექმნილი ნამუშევრები.

გაკვეთილის მსვლელობა
 თემის გაცნობა, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
 ფაზა  A
აქტივობა 1-მოთელვა 3
ვაჩვენებ პლაკატზე ძველ სამუზეუმო ნივთებს, რომლებიც შესაძლოა განთავსებული იყოს მუზეუმში. 

აქტივობა 2–  20 წუთი
პრეზენტაცია
ეკრანზე   ვაჩვენებ პრეზენტაციას : “სამუზეუმო გამოფენები და გამოგონებები“. კითხულობენ   და პასუხობენ კითხვებზე:  რა არის მუზეუმი?  არიან თუ არა ნამყოფი მუზეუმში?  რომელ ქვეყანას აქვს ყველაზე მეტი გამოგონება?  თარგმნიან  ტექსტებს თითოეულ ჩინურ გამონაგონზე.
 ანალოგიური  კითხვებით  ერთვება ხელოვნების მასწავლებელი  – (გარდა ხელოვნებისა კიდევ რა სახის მუზეუმები არსებობს?)
ინგლისური – რამდენი მუზეუმი გვაქვს რაიონში? ოდესმე ყოფილხართ მუზეუმში? სად და რა ნახეთ იქ?
ხელოვნება – თავიდანვე იყო თუ არა ხელმისაწვდომი ექსპონატების ნახვა ნებისმიერი მსურველისთვის?
ინგლისური – რატომ არის მნიშვნელოვანი მუზეუმების არსებობა?
ხელოვნება – თუ გახსოვს როგორ განსაზღვრა მუზეუმის მნიშვნელობა ფრანგმა მხატვარმა ჟაკ ლუი დავიდმა.
ინგლისური – როგორი სახის ნივთებია მუზეუმში?
 რა სახის ძველი ნივთები იცით?
რომელ ძველ გამოგონებებს ვიყენებთ ჩვენ ყოველდღიურად?
 რომელ ქვეყანას აქვს ყველაზე მეტი გამოგონება მსოფლიოში?
ხელოვნება – ლეგენდა  ჩინური ფაიფურის შესახებ.
ხომ არ გახსოვთ შუა საუკუნეებში ევროპაში გავრცელებული ლეგენდა ფაიანსის შესახებ?
ინგლისური – რომელ გამოგონებას იყენებთ ყველაზე ხშირად?
რომელი ჩინური გამოგონებაა ყველაზე გამოსადეგი და რატომ?
რომელია ყველაზე ნაკლებად გამოსადეგი?
ხელოვნება – მუზეუმის დანიშნულება : მას საგანმანათლებლო დანიშნულება გააჩნია.



აქტივობა 3-5 წთ
დაფაზე არის მიწერილი სტყვები ინგლისურად და ქართულად და მოსწავლეებმა უნდა დააკავშირონ ისინი ინგლისური მნიშვნელობებით.



 B  ფაზა 
აქტივობა 4 – 10 წუთი
მოსწავლეებს ურიგდებათ ფორმატის ფურცლები დავალებით: ხაზი გაუსვან სწორ სიტყვას და ისე დაასრულონ წინადადება.  მუშაობენ ინდივიდუალურად.

 C   ფაზა

აქტივობა 5-15წთ
ჯგუფური მუშაობა-აქტივობა   –10 წთ

კლასს ვყოფთ 3 ჯგუფად და თითოეული ჯგუფი წარმოადგენს სხვადასხვა სახის  ჩინურ გამოგონებას ჩანახატის სახით. ჯგუფის ლიდერი აკეთებს პრეზენტაციას როგორც ინგლისურად ასევე ქართულად.


~
შეფასებაპრეზენტაციის შემდეგ ჯგუფები თავად აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებსგამოთქვამენ საკუთარ აზრსრა მოეწონათ თავიანთ ნამუშევრებში.
გამოვლინდება  ყველაზე აქტიური მოსწავლე, ვეკითხები თუ რით იყო  დასამახსოვრებელი  დღევანდელი გაკვეთილი .

საშინაო  დავალება:
 ხელოვნება – მომდევნო გაკვეთილისთვის მოამზადონ პროექტი  თემაზე :  „მსიფლიო მუზეუმები“.
ინგლისური – მოამზადონ  ბუკლეტები ინგლისურად მსოფლიო მუზეუმებზე.





  

Underline the best word to complete each sentence.

1. At first the Chinese used paper for writing / wrapping / drawing  things.
2. Paper was most useful for writing / reading / books.
3. Chinese people sometimes / always / often  printed on silk cloth.
4. Later the Chinese printed words on books / blocks / paper.
5. They could make many copies of each block / book / page.
6. A long time ago, sailors used  / watched / saw the stars.
7. A special stone made a metal needle turn / point / change to north.
8. Chinese people still  like / have / make fireworks. 







Match the english words with their translations

scientific                                   მხატვრული
gallery                                       მეცნიერული
pattern                                       გამოფენა
artistic                                        არქეოლოგიური
display                                        გალერეა
historical                                    ნიმუში
archeological                             მუზეუმი                         
museum                                     ისტორიული

invention                                   გამოგონება





































0 comments:

Post a Comment