სასწავლო პროექტი "სამეგრელოს ღირსშესანიშნაობები"

პროექტის თემა:    სამეგრელოს ღირსშესანიშნაობები
სამიზნე ჯგუფი:  მე–8 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 20  (1 სსსმ მოსწავლე)
განხორციელების დრო: 2 თვე
 მასწავლებელი : ციალა  ჭანტურია
საკლასო მენეჯმენტი: ინტერნეტი, ციფრული აპარატი, ფორმატი,დაფა, ცარცი.
პროექტის ბიუჯეტი:                              1 ჯგუფი (სქური)  40 ლარი
                                                                             2 ჯგუფი ( წაჩხურუ, მარტვილი) 70 ლარი
                                                                             3 ჯგუფი ( ფერისცვალების ეკლესია, სამცაცხვი)- 20 ლარი

პროექტის მიზანი/მიზნები

1.      მოსწავლეებმა შეძლონ  კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ტექსტის შედგენა. აღწერონ ნანახით, წაკითხულით მიღებული შთაბეჭდილება.
2.      შეძლონ ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა.
3.      სხვადასხვა საგანში დაგროვილი ცოდნის სინთეზირება, განავითარონ კრიტიკული აზროვნების ,ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, თანამშრომლობის, საკომუნიკაციო და შემოქმედებითი უნარები.
4.      შექმნა სასწავლო რესურსები სლაიდების სახით.
5.      მოამზადონ  ბროშურა,რომელზეც ასახული იქნება სამეგრელოს ღირსშესანიშნავი  ადგილები, მოკლე ისტორიებით და ფოტოებით თანდართული. განათავსებენ ინტერნეტ სივრცეში, ტურისტების მოზიდვის მიზნით.

          პროექტის ესგ-თან კავშირი

უცხ.ს.IV.13. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შედგენა, რომელშიც ავლენს თვითგამოხატვის უნარს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით აყალიბებს საკუთარ დამოკიდებულებას და განმარტავს მას;
·           აღწერს ნანახით, წაკითხულით მიღებულ შთაბეჭდილებებს;
·           ცვლის ამბის დასასრულს საკუთარი წარმოსახვით;
·           რამდენიმე სიტყვით განავრცობს გადმოცემულ ამბავს.

უცხ.ს.IV.17. მოსწავლეს შეუძლია ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მომზადების გარეშე მონაწილეობს როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში, რომლებიც ჩვეულ ყოფით სიტუაციას ასახავს (მეგობრები გეგმავენ შაბათ-კვირას ესკურსიაზე წასვლას, მსჯელობენ, სად და როგორ წავლენ, იქ რას გააკეთებენ, სად ისადილებენ და სხვა);

უცხ.ს.IV.24. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., ზეიმის მოწყობა, შეხვედრები იმავე ქალაქში/რეგიონში მოღვაწე უცხოურენოვანებთან, მუზეუმის კატალოგის უცხოენოვანი ვერსიის შექმნა სკოლის ვებ-გვერდზე განსათავსებლად და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
·           მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
·           ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
·           გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
·           შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
·           განახორციელებს პროექტს;
·           გადის რეპეტიციას, გუნდის წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულაციას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით, აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები;
·           გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.

ცხ.ს.IV.27. მოსწავლეს შუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                
·           ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონ, სტრუქტურულ ნიმუშებ, გრამატიკულ ცნობარ, ილუსტრაციებ და სხვა);
·           მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
·           მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
·           იყენებს ისტ-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად;
·           იყენებს ისტ-ს პროექტების განსახორციელბლად.



პროექტ–გაკვეთილის მსვლელობა:
Ø  მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის ამოცანის დასმა;
Ø  დაგეგმვა;
Ø  ორგანიზაციული საკითხები;
Ø  ჯგუფების შექმნა;
Ø  ფუნქციების განაწილება  ჯგუფში.  ( ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული საქმიანობის შედეგებზე? ვინ არიან შემსრულებლები? ვინ, რას და როდის აკეთებს?);
Ø  კონკრეტული დავალებების  განაწილება;
Ø  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

მოსწავლეებმა ჯგუფებად განაწილების შემდეგ დაგეგმეს და მოინახულეს ის ადგილები, რომელიც  მიზნად ჰქონდათ დასახული.
1-ლი  ჯგუფი გაემგზავრა მარტვილში, კერძოდ, წაჩხურის მონასტერში წაჩხურობის დღესასწაულზე. ასევე  მოინახულეს სალხინოში მდებარე დადიანების სასახლე. (იხ. https://drive.google.com/drive/folders/0B298fkjUfGWMTjdlSWluQnI5UWs )

მე-2  ჯგუფმა მოინახულა სქურის ეკლესია, მამათა მონასტერი, ტბა, ჩანჩქერი,  სამკურნალო თვისებების მქონე წყალი „სქური“. (https://www.youtube.com/watch?v=r3yl3O1OXOY&feature=youtu.be )
მე-3 ჯგუფმა მოინახულა წალენჯიხის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი და სამცაცხვის უძველესი ხეები, მოიძიეს მათზე ინფორმაცია, გადაიღეს ფოტოები საპრეზენტაციოდ. ( იხ. https://drive.google.com/drive/folders/0B298fkjUfGWMTjdlSWluQnI5UWs )
 პროექტის პრეზენტაციაზე წარმოადგენილი იქნება სამეგრელოს ღირსშესანიშნავი ადგილების ამსახველი ბუკლეტი და საპრეზენტაციო პროგრამაში წარმოდგენილი ვიდეო-აუდიო, ფოტო- მასალა.
 მოსწავლეები  აქტიურად და ხალისით იყვნენ ჩართულები, მათი აქტიურობა უფრო მეტად განაპირობა უცხოელი მოხალისე მასწავლებლის ჩართულობამ ამ პროექტში. გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავეპროექტის საბოლოო ვერსია და წარადგინეს   აუდიტორიის წინაშე.

           სსსმ მოსწავლემ კი პრეზენტაციაზე რეკლამირება გაუკეთა სქურის მინერალურ წყალს, რომელიც სამკურნალო თვისებებით არის გაჯერებული.


 მოსწავლეთა შეფასება  ხდება მიმდინარე განმავითარებელი და მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასებებით.
შედეგები / პროდუქტები
მოკვლეული მასალა საპრეზენტაციო პროგრამის სლაიდ შოუს სახით.
მოსწავლეებმა დეტალურად ისაუბრეს იმ ადგილების შესახებ, რომელიც მოინახულეს.
მოსწავლეებმა შექმნეს  პროექტგაკვეთილზე მუშაობის ამსახველი მასალები.
მოსწავლეებმა მოახდინეს ცოდნის სისტემატიზაცია.
 არსებული ცოდნის რეალურ ცხოვრებასთან ინტეგრირება.
სწავლა გახდა მათთვის  უფრო საინტერესო და სახალისო, რაც ზრდის შინაგან მოტივაციას.
მოსწავლეებს განუვითარდათ მაღალი სააზროვნო უნარები; ანალიზი, სინთეზი, შეფასება, კრიტიკული აზროვნება, ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობითი და კომუნიკაციის უნარ–ჩვევები, ორგანიზაციის უნარი, პროდუქტის შექმნის კომპეტენცია.
      
              პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი

დაკვირვების საგანი
კომენტარები
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

აგრძელებდნენ თუა არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობი მიზეზი

იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე



პროექტ–გაკვეთილის  შეფასება
კრიტერიუმი
კარგი
საშუალო
სუსტი
შენიშვნა
პრობლემა. რამდენად აქტუალურია და რამდენად ცხადად არის ეს დასაბუთებული




მიზანი. რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია.




ამოცანები. რამდენად შეესაბამება თითოეული ამოცანა პროექტის მიზანს.




განხორციელების გზები. რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას, რამდენად რაციონალურია და პრაქტიკული, რამდენად რეალურია ვადები და არის თუ არა ფუნქციები გადანაწილებული ჯგუფის წევრებს შორის.




შედეგი. რამდენად რეალურია აღნიშნული შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს.




რესურსები. რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული. რა არის საჭირო პროექტით გათვალისწინებული საქმიანობისათვის.




დიზაინი. რამდენად ლოგიკურად არის აგებული პროექტი ( თანმიმდევრობა) ლაკონური და მარტივი ენა.






იმისათვის რომ მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ, მინდა გავარკვიო, როგორ შეაფასებდით მას.
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე პროექტზე მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა
ბ) მასწავლა
გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია
დ) ახალი არაფერი მისწავლია;
2.შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
ა) ბევრად უკეთესი გახდა
ბ) უკეთესი გახდა
გ) ისეთივე დარჩა როგორიც იყო
დ) გაუარესდა
3.ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
ა) სავსებით ნათელი იყო
ბ) ძირითადად ნათელი იყო
გ) არც ისე ნათელი იყო
დ) სრულიად გაურკვეველი იყო
4. „მასწავლებელმა მიჩვენა,როგორ უნდა მემუშავა პროექტზე“.
ა) სავსებით ვეთანხმები
ბ) ვეთანხმები
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები
დ) არ ვეთანხმები
5. „როდესაც მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო“.
ა) სავსებით ვეთანხმები
ბ) ვეთანხმები
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები
დ) არ ვეთანხმები
6. „ შედეგებით კმაყოფილი ვარ „
ა) სავსებით ვეთანხმები
ბ) ვეთანხმები
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები
დ) არ ვეთანხმები
7. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?
ქება: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კრიტიკა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––




               

სსიპ . წალენჯიხის   #2  საჯარო  სკოლა
ინგლისური  ენის  მასწავლებელი   ციალა ჭანტურია

პროექტისამეგრელოს ღირსშესანიშნაობები
       პროექტი არის კვლევებითა და ექსპერიმენტებით სწავლების საშუალება.  ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, პროექტის უმთავრესი დანიშნულება გახლავთ გავუღრმავო მოსწავლეს ცოდნა, კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარები, დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა საქმისადმი და ასე მივაღწიო დასახულ მიზანს. მოსწავლისთვის კი საშუალებაა დამოუკიდებლად დაგეგმოს, გამოიკვლიოს, განახორციელოს და საინტერესო გახადოს ცოდნის დაგროვების პროცესი. ამიტომ ხშირად მივმართავ ამ  მეთოდს
   მე-8  კლასში გადავწყვიტე გამეკეთებინა აღნიშნული პროექტი, რადგან 2016-17 სასწავლო წელს ჩვენ სკოლაში  საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებშიისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“  გვეწვია მოხალისე მასწავლებელი და ვინაიდან მას სურდა მოენახულებინა სამეგრელოს ღირსშესანიშნავი ადგილები, ამიტომ მე, მოსწავლეებთან ერთად გადავწვიტე გამეკეთებინა ისეთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ისინი მოინახულებდნენ ღირსშესანიშნავ ადგილებს, გაიგებდნენ უფრო მეტს, ვიდრე ჰქონდათ გაგებული, მოიძიებდნენ მასალებს, ასახავდნენ ფოტო-ვიდეო მასალაზე, თარგმიდნენ ინგლისურ ენაზე და წარმოადგენდნენ პრეზენტაციის სახით.   ეს გახლდათ  პრობლემა/საკითხი, რაც შეცვლიდა თითოეული მოსწავლისა და ზოგადად კლასის ცოდნას, უნარებს და დამოკიდებულებებს შესასწავლ თემასთან მიმართებაში.    
ამ  მიზნით დავგეგმეთ პროექტი: ,,სამეგრელოს ღირსშესანიშნაობები.
პროექტის მიზანი გახლდათ: 1. მოსწავლეებმა შეძლონ  კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ტექსტის შედგენა. აღწერონ ნანახით, წაკითხულით მიღებული შთაბეჭდილება.  2. შეძლონ ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა. 3. სხვადასხვა საგანში დაგროვილი ცოდნის სინთეზირება, განავითარონ კრიტიკული აზროვნების ,ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, თანამშრომლობის, საკომუნიკაციო და შემოქმედებითი უნარები. 4. შექმნა  სასწავლო რესურსები სლაიდების სახით. 5. მოემზადებინათ ბროშურა,რომელზეც ასახული იქნებოდა სამეგრელოს ღირსშესანიშნავი  ადგილები, მოკლე ისტორიებით და ფოტოებით თანდართული. განათავსებდნენ ინტერნეტ სივრცეში, ტურისტების მოზიდვის მიზნით.
პროექტი გულისხმობდა რამდენიმე საგანში ნაწავლის სინთეზირებას, კონკრეტულად, ინგლისური ენის, ისტორიისა და ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში დაგროვილი ცოდნისა და უნარების გამოყენებას.
მოცემული პროექტის  ფარგლებში  გავაკეთეთ  სხვადასხვა  სასწავლო  აქტივობები:
ავირჩიეთ  თემაპროექტის  იდეა  ეკუთვნოდა  მასწავლებელს, მაგრამ  თემის  არჩევა  და  ძირითადი  თემის  ქვეთემებად  დაშლა  მოსწავლეთა  ინიციატივა  გახლდათასევე, ჩამოვწერეთ  მიზნის  შესაბამისი  ამოცანები  და  გავარკვიეთ, რომელი  ამოცანის  გადაჭრა  ვის  ევალებოდა  და  რა  ფორმით. ამიტომ ფუნქციები გადავანაწილე ჯგუფებში.
        მე მხოლოდ  გამოვკვეთე  პრობლემა, შევთავაზე  სტრატეგიები  და  ტაქტიკა ( ბეჭდური  და  ელექტრონული  რესურსი  და  სხვ), მოსწავლეებმა  პრობლემის  გადაჭრაზე  დამოუკიდებლად  იზრუნეს.
შევადგინე  სამოქმედო  გეგმა.   გადავწყვიტეთ  3  ჯგუფის  შექმნა.   კორექტირება  შევიტანეთ  დროის  თვალსაზრისითნაცვლად  ჩემ  მიერ  შეთავაზებული  1 თვისა, მოსწავლეების  ინიციატივით  შევქმნებით  2თვიანი   სამოქმედო  გეგმამოსწავლეთა არგუმენტები: ადგილების მონახულება  უფრო  მეტ  დროს  ითხოვდა ; ) ზოგიერთ მათგანს  არ  ჰქონდა  კომპიუტერი  და   დროზე  იყო  დამოკიდებული, ერთად რომ  ემუშავათ; 3)  ცუდი  ხარისხის ინტერნეტი სწრაფად  მუშაობის  საშუალებას  არ  იძლეოდა.
       ამ  არგუმენტების  გათვალისწინებით შევადგინეთ  კორექტირებული  სამუშაო  გეგმა. კიდევ  ერთი  ასპექტი, რისი კორექტირებაც  მომიხდა, იყო მოსწავლეთა  დაჯგუფება. თავდაპირველად  ჯგუფები   გავანაწილე მე, მათი  შესაძლებლობებისა  და  უნარების  შესაბამისად. მაგრამ შემდგომ მოხდა ისე, რომ ზოგირთი მათგანი ტერიტორიულად ახლოს ცხოვრობდა იმ ადგილთან, რომელიც უნდა მოენახულებინათ,   რის  გამოც  პირველი  კონსულტაციისას  მომიხდა  გადაჯგუფება  მათი   სურვილის  შესაბამისად.
აქტივობა  მესამესამუშაოების  ჩატარება
პროექტის მონაწილეები ვმსჯელობთ, შევთანხმდით, თუ რა სახის მონაცემების მოპოვების ხერხებია ჩვენს შემთხვევაში საუკეთესო და თითოეულმა  ჯგუფმა  შეადგინა   საკუთარ კითხვარები ,ამ კითხვარებიდან   აირჩიეს  საუკეთესო 10 შეკითხვა, რომელიც თემას შეესაბამებამებოდა.
მასალები  წარუდგინეს  ერთმანეთსგაარჩიესგაანალიზეს, შეაჯერეს  მასწავლებელთან კონსულტირების  შედეგები.

პრობლემა, რომელიც  გამოიკვეთა:  1. სსსმ მოსწავლის პასიურობა მუშაობის პროცესში, მან არ ისურვა ჯგუფთან ერთად კონკრეტული ადგილის მოსანახულებლად წასვლა, ამიტომ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ მას გაეკეთებინა რეკლამირება მინერალური წყლისთვის  „სქურიინგლისურ ენაზე 2-3 წინადადებით, ვინაიდან მას არ უჭირს აღნიშნულ ენაზე საუბარი.
2.  გაუჭირდათ  კითხვების  ჩამოყალიბება, რომელიც უნდა გამოეყენებინათ ინფორმაციის მოძიებისას. ინტერნეტში მოძიებული  ინფორმაცია  და  კითხვები  მათი  სამუშაოს  შესასრულებლად   იყო  არასაკმარისიდამჭირდა  ისტორიის  მასწავლებელთან  კონსულტაცია  და  კითხვების ერთობლივად  ჩამოყალიბება.
ყველა ინფორმაციას   თავი  მოვუყარეთ   და  დავალაგეთ  კომპიუტერშიშექმნეს  პრეზენტაციები. ასევე დასჭირდათ მოხალისე მასწავლებლის დახმარება, რომ ერთობლივად გაგვესწორებინა  მათ მიერ მოძიებული და  ნათარგმნი მასალა. ზოგიერთ   მათგანს გაუჭირდა უცხოურ ენაზე პრეზენტაციის გაკეთება,  დამოუკიდებლად  წერა.   ვთხოვე, ერთად  შეგვექმნა  ,,შავი“  მასალა.   ამან  გაზარდა  პროექტის  ვადა.

პროექტის  შუალედური  მონიტორინგი  ხდებოდა  ჩემ  მიერ. ამ  სიტუაციისთვისაც  მქონდა  ცხრილი. პირველი  მონიტორინგი  განვახორციელეთ  დაწყებიდან  ერთი  კვირის  შემდეგ  და  შევაფასე მოსწავლეთა  მოქნილობისა  და  თანამშრომლობის  უნარები.   აღსანიშნავია, რომ  აქ  მოსწავლეებმა  შეაფასეს  სხვათა  და  საკუთარი  თანამშრომლობის  უნარებიც.
მეორე  მონიტორინგი  ეხებოდა   საკვლევი  მასალის   ადეკვატურად  გაგებას, მიზნების  ჩამოყალიბებასარგუმენტირებას, ჩანაწერებისა  და  დასკვნების  გაკეთებას.
მესამე  შუალედური მონიტორინგის  თემა  კონფლიქტების  მოგვარებას  ეხებოდა. მეოთხე  მონიტორინგის  მიზანი  გახლდათ  მათი    პრეზენტაციისთვის  საჭირო მასალის შესწავლაგავაცანი  მულტიმედიური  პრეზენტაციის  შეფასების  სქემა.

პროექტის  მონიტორინგი/შეფასება

ვის მიერ?
როდის?
რა  კრიტერიუმით?

  თითოეული   შეხვედრა  ხდებოდა  ყოველი  სასწავლო  კვირის  პარასკევს, გაკვეთილების  შემდეგ.

 ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტი ძალიან საინტერესო და სასარგებლო გამოდგა სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის.   მათ მიერ დამზადებული სასწავლო რესურსები წარმოადგინეს სლაიდებისა და ბუკლეტის სახით  და გააკეთ ეს პრეზენტაცია  აუდიტორიის  წინაშე.  
 მოსწავლეები  შეფასდნენ  განმსაზღვრელი და განმავითარებელი  შეფასებით  საპრეზენტაციო  უნარების  მიხედვით. (კრიტერიუმები იხ. https://drive.google.com/drive/folders/0B298fkjUfGWMdTJwRXRjZmI0Z0E )

რა  იყო  მნიშვნელოვანი
      მიუხედავდ, იმისა, რომ  მარტივ  პროექტებზე  ადრეც  მუშაობდნენ, ასეთ  ხაგრძლივი  პროექტი  პირველად  შეასრულეს. საჭირო  გახდა  მათი  სხვადასხვა  საგანში   დაგროვილი  ცოდნის  სინთეზირება, მაღალი  სააზროვნო  უნარების  გამოყენება. ვფიქრობმოსწავლეებისთვის  ყველაზე  მნიშვნელოვანი  საკუთარი  იდეების  დემონსტრირება  გახლდათ. მათ ბევრი  იმუშავეს  ინფორმაციის  გადამუშავებისას, მაგრამ  მთავარი  მაინც  აუდიტორიასთან საკუთარი   მასალის  არგუმენტირებულად  წარმოჩენგახლდათიყო  ღელვაც, ზედმეტ  ემოციას   ზოგიერთი ვიდან ვერ  მოერია, მაგრამ   კეთილგანწყობილმა გარემომ  იმოქმედა  მათზე  და  სათქმელი  სწორად  მიაწოდეს  მსმენელს.  დამსწრე  საზოგადოებას  ძალიან მოეწონა პროექტი და დადებითი შეფასებაც არ დაიშურეს. წამოსულმა  დადებითმა  და  სასიამოვნო  იმპულსებმა   აამაღლეს  მათი  მოტივაცია და  თვითშეფასება. ამ  პროექტის შემდეგ  მათ  გაუადვილდათ   სხვა მსგავს  პროექტებში  მუშაობა  და უფრო  იოლად  გაუმკლავდნენ  სამუშაოს.
მოსწავლეებმა  გააკეთეს  თვითშეფასება  და  პროექტის  შეფასება  კითხვებზე:
 როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე პროექტზე მუშაობამშეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა? ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში? „მასწავლებელმა მიჩვენა,როგორ უნდა მემუშავა პროექტზე“. „როდესაც მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო“.  „ შედეგებით კმაყოფილი ვარყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?

 მოსაწავლეებმა კითხვებს უპასუხეს  გულწრფელად  და  კრიტიკულად. (მოსწავლეთა  შევსებული  კითხვარები  იხილეთ https://drive.google.com/drive/folders/0B298fkjUfGWMNmd4YjhneUxfWGM   ).
      მე, როგორც ფასილიტატორი, კონსულტირებას  ვუწევდი. გზადაგზა  წამოჭრილი  სირთულეები   შემდგომშისხვა  პროექტის დაგეგმვისას, გავითვალისწინეჩემთვისაც  მნიშვნელოვანი  გახლდათ  იმ  ასპექტით, რომ  არა  მარტო  სასწავლო  მიზანს  მივაღწიე, არამედ  მრავალრიცხოვან  ჯგუფთან  პროექტის  დაგეგმვის  გამოცდილებაც  შევიძინეაღსანიშნავია სხვა საგნის მასწავლებელთან თანამშრომლობა. ვთვლი, რომ    მასწავლებელთა კოლაბორაცია ძალიან  მნიშვნელოვანია  და კიდევ  ერთი  შედეგია   ამ  პროექტის
     

    







0 comments:

Post a Comment