ქალაქ წალენჯიხის # 2 საჯარო სკოლის ფასილიტატორის ციცი ჭანტურიას მუშაობის რეფლექსია.
ჩვენ სკოლაში 2 ფასილიტატორი ვართ. ერთ ჯგუფში-21 მასწავლებელი
შედის,მეორეში-20.
ვარ ინგლისური ენის პედაგოგი,ფასილიტაციას ვუწევ სხვადასხვა
საგნის პედაგოგებს.ტრენინგის გავლის შემდეგ ჩვენი სკოლის ფასილიტატორები შევიკრიბეთ
და ერთობლივად შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა,თუ როგორ უნდა გვემუშავა ჩვენს კოლეგებთან.
პირველ რიგში,გამომდინარე იქიდან,რომ მათ სამუშაოდ სჭირდებოდათ რესურსი, მოვითხოვეთ
დირექციის მხარდაჭერა რომ არ გვქონოდა ტექნიკური
ხარვეზი,მოვიმარაგეთ მასალები და რადგან ყველა მასწავლებელს დატვირთული საგაკვეთილო
გრაფიკი აქვთ,ამოვუბეჭდეთ თვითშეფასების კითხვარები,რათა საშუალება ჰქონოდათ სახლში
გაცნობოდნენ.საინფორმაციო დაფაზე გამოვაკარი შეხვედის თარიღი და ტრენინგის
გავლიდან 2 დღეში ჩავატარე საინფორმაციო შეხვედრა
ჩემი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პედაგოგებთან. სამწუხაროდ დროის დეფიციტის
გამო ყველამ ვერ მოახერხა შეხვედრაზე მოსვლა. ამის გამო მათთან მომიწია ინდივიდუალური
შეხვედრები. გავაცანი მათ ის ინფორმაცია,რაც ტრენინგზე მოგვაწოდეს ტრენერებმა,ანუ ის,თუ
როგორ უნდა გვეხელმძღვანელა კითხვარის შევსების პროცესში.ვესაუბრე იმაზე,რომეს ყველაფერი
კეთდება იმისთვის,რათა დაინახონ თავიანთი სუსტი მხარეები და გააუმჯობესონ მოსწავლეებთან
მუშაობის სტრეტეგიები სწავლა-სწავლების პროცესში.ავუხსენი,რომ უფრო ეფექტური და შედეგიანი
იქნება,თუ შეიკრიბებიან კათედრების მიხედვით და იმსჯელებენ საერთო პრობლემებზე და ერთობლივად
დასახავენ გაუმჯობესების გზებს.ასევე ვთხოვე მათ რომ მუშაობისას დაჯგუფებულიყვნენ საჭიროებების მიხედვით,რაც
გაუადვილებდა მუშაობის პროცესს. შემდეგ ერთობლივად დავადგინეთ მომდევნო შეხვედრების
განრიგი ჯგუფური შეხვედრებისთვის,საჭიროების
შემთხვევაში მქონდა ინდივიდუალური შეხვედრებიც.რამდენიმე მასწავლებლის ნამუშევარს გულდასმით
გავეცანი და მათთან ერთად მოვძებნე გაუმჯობესების გზები.თამამად
შემიძლია ვთქვა,რომ სხვა სახის სირთულეები არ შემქნია.ამ ეტაპზე ვაკვირდები რეფლექსიებს,რის
შემდეგაც დავადგენთ საჭიროებებს და მასზე დაყდნობით შევადგენთ ინდივიდუალურ სამოქმედო
გეგმას.
ფასილიტატორის პირველი საინფორმაციო შეხვედრა.
0 comments:
Post a Comment