სილაბუსები


სასწავლო საგნის  სახელწოდება
ინგლისური ენა
მასწავლებელი
ციცი ჭანტურია
სწავლების კლასი, საფეხური
V- VI კლასი, დაწყებითი საფეხური
სახელმძღვანელო
English World 4.     Liz Hocking    Mary Bowen
სასწავლო საგნის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა
2 სემესტრი, პირველი სემესტრი–41 სთ, მეორე სემესტრი–56სთ
35 სასწავლო კვირა, 97 სთ.
სასწავლო საგნის სტატუსიმოცემულ კლასში
ძირითადი სასწავლო საგანი ( I უცხოური ენა)
სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა
English World - ის მეოთხე დონე განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რომლებიც უკვე სამი წელია სწავლობენ ინგლისურს. მეოთხე დონე იწყება მესამე დონის განვლილი მასალის შეჯამებით, რათა მასწავლებელმა შეძლოს მოსწავლეების პროგრესის შეჯამება სხვადასხვა კუთხით. მეოთხე დონის სტრუქტურა მსგავსია მესამე დონისა, იმ განსხვავებით, რომ მეოთხე დონეში წარმოდგენილია უფრო რთული ტექსტები და აქტივობები. ყურადღების გამახვილება ლექსიკაზე მოსწავლეებს ეხმარება სიტყვების მარაგის გამდიდრებაში, ხოლო ლექსიკონთან მუშაობის ტექნიკა და სხვა ლოგიკური სავარჯიშოები უფრო კონსტრუქციულს ხდის სწავლის პროცესს. სამუშაო რვეულში გრამატიკული სავარჯიშოების შესრულება მოსწავლეებს ეხმარება, კარგად შეიმეცნონ ენის სტრუქტურა და მინიმუმამდე დაიყვანონ გრამატიკული შეცდომები. მოსმენის სავარჯიშოები ავითარებს მოსმენილი ტექსტიდან შინაარსთან ერთად დეტალებისა და სპეციფიკური ინფორმაციის აღქმის უნარს. საუბრის სავარჯიშოები ეხმარება მოსწავლეს ბუნებრივი ინტონაციისა და სწორი გამოთქმის შესწავლაში. ტექსტის წერაზე ორიენტირებული სავარჯიშოები კვლავაც წერის უნარების გაუმჯობესების ძირითადი საშუალებაა, რასაც შემდგომში მოსწავლის მიერ თავად შედგენილი ტექსტის წერა მოსდევს. მოსწავლეებს მოეთხოვებათ საკუთარი პორტფოლიოების (ნაშრომების ისტორია) წარმოება, რაც ნათლად ასახავს მათ სწავლის პროგრესს და დამოუკიდებლად სწავლის სურვილს აღუძრავს.
სასწავლო საგნის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები
მოსწავლე უნდა ფლობდეს English World 3–ის დონის  შესაფერის გრამატიკულ სტრუქტურებს და ლექსიკურ მარაგს.
საგნის სწავლების მიზანი და ამოცანები
განუვითაროს მოსწავლეს უცხოური ენის სტანდარტის, დIII დონით გათვალისწინებული მიმართულებების (მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი, კულტურათა დიალოგი, უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია), სწავლის სწავლა) მოთხოვნის შესაბამისი ცოდნა და უნარ–ჩვევები.
მოსმენა: მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის დიალოგის, თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგებაშინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
კითხვა: მოსწავლეს შეუძლია ღია ბარათის, პირადი წერილის წაკითხვა და გაგება,მოსმენილი ტექსტის წაკითხვა და გაგება,კონკრეტული ინფორმაციის მოძიება   პრაგმატული ხასიათის   საბავშვო ინფორმაციულ ტექსტში ,შემეცნებითი ხასიათის  ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა და გაგება.სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის,სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა, შინაარსის გაგების გასაადვილებლად სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება. 
წერა:          მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მიკროტექსტების შედგენა,წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი  უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.
ლაპარაკი: მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობაგამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათიგამოყენება.შეუძლია გაბმულად მეტყველება.
კულტურათა დიალოგი: მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ.
უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება(მედიაცია):
მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება (მაგ., ზეიმისმოწყობა,გენეალოგიური ხისშედგენა, ზღაპრისდადგმა და სხვა).
სწავლის სწავლა: მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.აქტიურადაა ჩაბმული სასწავლოპროცესში.შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მასალის ასათვისებლად.შეუძლია თანაკლასელებთან,მასწავლებელთან, ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.

მოამზადოს მოსწავლე English World 5 წიგნისთვის.
სასწავლო კურსის მისაღწევი შედეგები
კურსის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ:
გრამატიკა:  წარსული მარტივი დროის გამეორება–გამოყენება, წარსული განგრძობითი დროის გამოყენება (ყველა ფორმა), შედარებითი ზედსართავი სახელების გამოყენება, თხრობითი ფორმის გამოყენება სხვადასხვა გრამატიკულ დროებვში, მომავლის აღწერა will–ის გამოყენებით; რაოდენობის აღმნიშვნელი a lot/ not much/not many/ a few/ a little სიტყვების გამოყენება; პირველი ტიპის პირობითი წინადადებები; აწმყო სრული დრო.
სასაუბრო ენა: წარსული შესაძლებლობების აღწერა; მახასიათებლების შედარება; too–ს გამოყენება  big/heavy ზედსართავ სახელებთან; რჩევის თხოვნა/მიცემა; შეთავაზება;  მომავლის შესაძლებლობების განხილვა.
უნარების განვითარება: ინტენსიური მოსმენის სავარჯიშოები და პასუხის გაცემა მოსმენილი ტექსტის მიხედვით; გრძელი და უფრო რთული ტექსტების კითხვის სტრატეგიები, სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაცნობა, ლექსიკონთან მუშაობის ტექნიკა. წინადადების წერიდან აბზაცის წერაზე გადასვლა. მარტივი წინადადებების გასწორება.
სწავლების მეთოდები
ინტერაქტიული მეთოდი,  როლებიანი თამაშები, სიტუაციური ამოცანები, სიმულაციები, ლექცია, დისკუსია, სიმღერები, თამაშები.
კლასის ორგანიზაციის ფორმები
ჯგუფური, ინდივიდუალური, წყვილებში, მთელ კლასთან და ა. შ.
სასწავლო კურსის შეფასება
  შეფასების ტიპები
  შეფასების ფორმები

ფასდება:
         ა) საშინაო დავალება
         ბ) საკლასო სამუშაო
         გ) შემაჯამებელი სამუშაო
გამოყენებულია – განმავითარებელი, განმსაზღვრელი, ინდივიდუალური და ჯგუფური შეფასების ფორმები, წინასწარ გამზადებული და კათედრის სხდომაზე დამტკიცებული შეფასების რუბრიკის მიხედვით.
          შეფასება ხდება 10 ბალიანი სისტემით.
რესურსები
გაკვეთილზე საჭიროებისა და თემის მიხედვით გამოყენებულია– სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, ტესტები, პოსტერბი, კომპიუტერი, პროექტორი, მაგნიტოფონი–CD player, DVD player.
ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები და რესურსები

www. Longman.com






სასწავლო საგნის  სახელწოდება
ინგლისური ენა
მასწავლებელი
ციცი ჭანტურია
სწავლების კლასი, საფეხური
XI  კლასი,   საშუალო საფეხური
სახელმძღვანელო
Gateway B1      David Spencer
სასწავლო საგნის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა
2 სემესტრი, პირველი სემესტრი–26 სთ, მეორე სემესტრი–36სთ
35 სასწავლო კვირა, 62 სთ.
სასწავლო საგნის სტატუსიმოცემულ კლასში
ძირითადი სასწავლო საგანი (I უცხოური ენა)
სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა
კურსის მიზანია მოსწავლეთა მომზადება ინგლისური ენისB1+ დონისათვის.
Gateway B1 პასუხობს ეროვნული სტანდარტის მოთხოვნას, განუვითაროს მოსწავლეს კითხვის, წერის, მოსმენის, საუბრის, ანალიტიკური აზროვნების უნარები, ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას და იმ უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებისც განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმით.
სახელმძღვანელო აგებულია ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით და ხელს უწყობს ისეთი ინტერაქტიული სასწავლო პროცესის შექმნას, სადაც აქცენტი კეთდება მოსწავლესა და შედეგზე.
მოსწავლეს შეუძლია ინტერაქცია სხვადასხვა თემაზე, ინფორმაციის გაცვლა, აღწერა–დახასიათება, მსჯელობა სხვადასხვა ქვეყნებზე, მათ ტრადიციებსა და ზნე–ჩვეულებებზე. გარდა ამისა, სახელმძღვანელო საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა მიიღონ განათლება ისტორიასა და გეოგრაფიაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში.სახელმძღვანელო მთლიანად მორგებულია ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ ლექსიკურ და გრამატიკულ მოთხოვნებს.
სახელმძღვანელო მდიდარია გრამატიკული სავარჯიშოებით და თვალსაჩინოებით: ილუსტრაციებით, სქემებით, დიაგრამებით და ცხრილებით, რაც მასალის აღქმას უწყობს ხელს, ასევე ინტეგრირებული დავალებებით, რაც გულისხმობს რამდენიმე უნარის ერთდროულად განვითარებას.
სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მასალა ხელს უწყობს მრავალმხრივი ხედვის ჩამოყალიბებას საკითხის ირგვლივ, ანვითარებს ანალიზისა და სინთეზის უნარს, ასევე ხელს უწყობს მულტიკულტურული ღირებულებების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, რომლებიც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებშია წარმოდგენილი.
სამუშაო რვეულში გრამატიკული სავარჯიშოების შესრულება მოსწავლეებს ეხმარება, კარგად შეიმეცნონ ენის სტრუქტურა და მინიმუმამდე დაიყვანონ გრამატიკული შეცდომები. მოსმენის სავარჯიშოები ავითარებს მოსმენილი ტექსტიდან შინაარსთან ერთად დეტალებისა და სპეციფიკური ინფორმაციის აღქმის უნარს. საუბრის სავარჯიშოები ეხმარება მოსწავლეს ბუნებრივი ინტონაციისა და სწორი გამოთქმის შესწავლაში. ტექსტის წერაზე ორიენტირებული სავარჯიშოები კვლავაც წერის უნარების გაუმჯობესების ძირითადი საშუალებაა, რასაც შემდგომში მოსწავლის მიერ თავად შედგენილი ტექსტის წერა მოსდევს. მოსწავლეებს მოეთხოვებათ საკუთარი პორტფოლიოების (ნაშრომების ისტორია) წარმოება, რაც ნათლად ასახავს მათ სწავლის პროგრესს და დამოუკიდებლად სწავლის სურვილს აღუძრავს.
სასწავლო საგნის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები
მოსწავლეს უნდა ჰქონდეს მზაობა B1 დონისათვის, ფლობდეს A2 დონის მოთხოვნების შესაფერის გრამატიკულ სტრუქტურებს და ლექსიკურ მარაგს.
საგნის სწავლების მიზანი და ამოცანები
განუვითაროს მოსწავლეს უცხოური ენის სტანდარტის, ს6დონით გათვალისწინებული მიმართულებების (მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი, კულტურათა დიალოგი, უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია), სწავლის სწავლა) მოთხოვნის შესაბამისი ცოდნა და უნარ–ჩვევები.
მოამზადოს მოსწავლე Gateway  B1+ წიგნისთვის.
სასწავლო კურსის მისაღწევი შედეგები
კურსის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში მოსწავლებს უნდა შეეძლოს:
მოსმენა:  მოისმინოს და გაიგოს რადიო და ტელეგადაცემები, აუდიოჩანაწერები და ზეპირი გამოსვლა ნაცნობ ან მისთვის საინტერესო თემატიკაზე  (რეპორტაჟი,ინტერვიუ).მიმართოს  სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის  უნარის გასაუმჯობესებლად.


კითხვა:      წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი  (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან).წაიკითხოს და გაიგოს საგაზეთო პუბლიკაციები მისთვის საინტერესო აქტუალურ თემებზე(მაგ., ინტერნეტის/ მობილურის/mp3-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, უსაფრთხო სკოლა, როკ-მუსიკა, ჯანსაღი კვება, წიგნი კომპიუტერი და სხვა).წაიკითხოს და გაიგოს ბიოგრაფიული ხასიათის ტექსტები.წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის თხრობითი ტექტი (მოთხრობა, ნოველა, ლეგენდა, იგავ-არაკი).გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.გამოიყენოს  სათანადო სტრატეგიებ ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით.

წერა:   სხვადასხვა ტიპის საქმიანი წერილების წერა.ა)წერს სამოტივაციო წერილს,ბ)ადგენს რეზიუმეს (CV- ს). დაწეროს სხვადასხვა სახის ესე აქტუალურ თემაზე/საკითხზე (მაგ., მოსწავლე და მობილური  ტელეფონი, მოსწავლეთა დამოკიდებულება სკოლის მიმართ, უცხოური ენების სწავლა და სხვა).შექმნას ტექსტის სტრუქტურა,  ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს. გამოიყენოსწერის ეფექტურ სტრატეგიებ (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) წერის პროცესის ყველა ეტაპზე.

ლაპარაკი:     შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ინტერაქციაში მისთვის ნაცნობ თემატიკაზეთავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას. შეუძლია საუბარი მისთვის საინტერესო/სასურველ თემაზე (საყვარელ გადაცემაზე, ფილმზე, გმირზე, მოგზაურობაზე და სხვა).შეუძლიაწარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია)აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო. ფლობს და მეტყველებისას  იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის   გასაუმჯობესებლად.
კულტურათა დიალოგი:    იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.

უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება(მედიაცია):  უცხოურენის ცოდნის აგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
სწავლის სწავლა:  ფლობს სტრატეგიულ უნარ-ჩვევებს წარმატებული  სწავლების ხელშესაწყობად და ენების ათვისების გასაადვილებლად.
სწავლების მეთოდები
ინტერაქტიული მეთოდი,  როლებიანი თამაშები, სიტუაციური ამოცანები, სიმულაციები, ლექცია, დისკუსია, სასწავლო პროექტები.
კლასის ორგანიზაციის ფორმები
ჯგუფური, ინდივიდუალური, წყვილებში, მთელ კლასთან და ა. შ.
სასწავლო კურსის შეფასება
  შეფასების ტიპები
  შეფასების ფორმები

ფასდება:
         ა) საშინაო დავალება
         ბ) საკლასო სამუშაო
         გ) შემაჯამებელი სამუშაო
გამოყენებულია – განმავითარებელი, განმსაზღვრელი, ინდივიდუალური და ჯგუფური შეფასების ფორმები, წინასწარ გამზადებული და კათედრის სხდომაზე დამტკიცებული შეფასების რუბრიკის მიხედვით.
          შეფასება ხდება 10 ბალიანი სისტემით.
რესურსები
გაკვეთილზე საჭიროებისა და თემის მიხედვით გამოყენებულია– სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, ტესტები,  კომპიუტერი, პროექტორი, მაგნიტოფონი–CD player, DVD player.
ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები და რესურსები

www. Longman.com
www. gateway-online.net







0 comments:

Post a Comment